ღვინო და კერძები

რქაწითელი - მწვანე

ეს ღვინო საუკეთესოა კრევეტებთან, კრაბთან, თეთრ თევზთან, თინუსთან ან ორაგულთან. ასევე კარგი არჩევანია უმ ხამანწკებთან. შეუდარებლად ერწყმის ქათმის ან ინდაურის ხორცით დამზადებულ კერძებს.

 

საფერავი / საფერავი-ძელშავი

ეს ღვინო საუკეთესოა დამგემოვნებლისთვის, რომელიც თავის არჩევანს შეაჩერებს მწვანე პილპილის სოუსით მომზადებულ სტეიკზე,  სამხრეთ იტალიურ კასეროლზე ბოსტნეულით  ან  ნახევრად გამომშრალ პომიდორზე დამზადებულ ცხვრის ხორცის პიკანტურ ცხელ კერძზე. ასევე საუცხოოა ოთხი ყველის პიცასთან ერთად.

 

ალავერდი (თეთრი) / ალაზანი (თეთრი)

ეს ღვინო საუკეთესოა როგორც აპერიტივი, ასევე პაშტეტთან, შებოლილ თევზთან და ჩინურ მოტკბო-მომჟავო კერძებთან. თქვენი გემოვნების მიხედვით მიირთვით ყველის სახეობებთან, რომლებიც დამშვენებულია ჯემის ან ჩირის დანამატებით და აქვთ მოტკბო გემო. ასევე მიირთვით თქვენთვის საყვარელი დესერტის სახეობებთან.

 

ალავერდი (წითელი) / ალაზანი (წითელი)

საუკეთესოა ცხელ რავიოლისთან, პასტა ლაზანიასთან და შემწვარი ბოსტნეულის პიცასთან. შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვა ყველთან, როგორიცაა ჰალოუმი და მოცარელა. იგი მშვენიერი სიურპრიზია შემწვარ ღორის ხორცთან. უხდება მუქ შოკოლადს ან შოკოლადის ნაყინს  სხვადასხვა კენკრასთან.