კომპანიის შესახებ

 
ღვინო "ძველი თბილისის" მწარმოებელი კომპანია არის შპს "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია".  (GWS) 1993 წელს დაფუძნდა როგორც ერთობლივი საწარმო Pernod-Ricard-ისა და ქართველი აქციონერების მონაწილეობით. იგი საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების სფეროს ლიდერია და 2011 წლიდან  კომპანია Marussia Beverage-ის ერთპიროვნულ მფლობელობაშია. GWS-მა თავისი ინფრასტრუქტურა ღვინის ქარხანა აჩინებულისგან მიიღო მემკვიდრეობით, რომელიც 1972 წელს აშენდა და ვენახებს ფლობდა. თავდაპირველად ქარხანა კასრის ღვინის წარმოებისა და თეთრი ღვინის დაძველების მიზნით შეიქმნა, ხოლო მოგვიანებით გაფართოვდა და ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა დაიწყო.  
 
GWS-მა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ღვინის ხარისხი და დაიწყო ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტირება. კომპანია მუდმივად ხვეწავს ვიტიკულტურის სფეროში არსებულ პრაქტიკას და წითელი ღვინის საწარმოებლად ვაზის შესაბამისი სახეობების მოშენება დაიწყო. გარდა ამისა  GWS-მა მიწის ნაკვეთების მართვა დაიწყო, სადაც ვაზის მოშენება ხორციელდება. GWS-ი ამჟამად აწარმოებს ღვინის ისეთ სახეობებს, როგორიცაა ”თამადა” და ”ძველი თბილისი”, რომლებიც დივერსიფიცირებული და მაღალი ხარისხის მშრალი, ნახევრად-მშრალი, ნახევრად-ტკბილი და შუშხუნა ღვინოების ფართო პორტფელს სთავაზობს მომხმარებელს, რითაც კომპანია კიდევ ერთხელ წარმატებით ახდენს ვიტიკულტურის და მარკეტინგის სფეროში თავისი ცოდნისა და გამოცდილების დამტკიცებას.  
 
ამჟამად საქართველოში ორივე ბრენდის წარდგენა ახალი შეუთვით და სტრატეგიით მოხდა. ზემოთხსენებული ბრენდების ექსპორტირება წარმატებით ხორციელდება ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორიცაა უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. ღვინის ქარხანას თავისი წარმოების გაფართოების უნარი გააჩნია თუ ღვინის უფრო დიდი მოცულობებით წარმოება გახდება საჭირო.  ეს ახალი პროდუქტების დანერგვის და კრეატიულობისა და ნოვატორული მიდგომების გამოვლენის საშუალებას იძლევა. GWS-ი ერთ ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც ISO 9001 (2005) და ISO 22000 (2008) სტანდარტით გაიარა სერტიფიცირება.