ბრენდის ისტორია

 
ღვინო „ძველი თბილისი“, რომელიც 1999 წელს შეიქმნა, მომხმარებლების დიდი რაოდენობის მოზიდვაზე არის პოზიციონირებული. იმის გამო, რომ ბრენდი მისაწვდომია ფასის თვალსაზრისით და დაფასებულია მისი ხარისხისა და გემოვნური თვისებების გამო, ძველი თბილისი საქართველოს სავიზიტო ბარათია. ეს არის ღვინო, რომელიც ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად უნდა მიირთვა და ისიამოვნო, ანუ იგი ქართული სტუმართმოყვარეობისა და საზეიმო განწყობის სიმბოლოა.  
 
და მართლაც, საქართველოს და ქართველებს ახასიათებთ ნამდვილი მეგობრობა, ძმობა და ერთგულება. ეს კავშირები ბუნებრივი, გულწრფელი და სპონტანურია და სწორედ ამაში მდგომარეობს ძველი თბილისის უმთავრესი ფასეულობები და მისი გზავნილები.  
 
 
                    
 
ჩვენს ეტიკეტზე ასახულია ძველი თბილისის უბნების აივნები, რაც ქალაქის უნიკალური არქიტექტურული სტილის და ძველი ტრადიციებისთვის პატივის მისაგებად არის შერჩეული, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ძველი თბილისის აივნებზე ისხდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ და ღვინოს სვამდნენ.  ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ღვინოები ისეთივე საკულტო გახდეს, როგორც ზემოთხსენებული სახეებია და ქართული სითბოს, ზეიმის, სიცოცხლის მოყვარეობისა და ემოციის მატარებელი იყოს: გაგიმარჯოთ!  
 
ბრენდ ძველი თბილისის ფასეულობები  
 
თავისი წარმომავლობითა და მისწრაფებებით ძველი თბილისი ისეთი ფასეულობების მატარებელია, რომლებიც მისი ძირითად მომხმარებლებისთვის ძვირფასია: ესაა ჰუმანურობა, სიამოვნება, მეგობრული დამოკიდებულება და თანადგომა.  
 
მისი საკომუნიკაციო გზავნილი მრავალ სფეროს მოიცავს: ბედნიერი და ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობები, ერთად შეკრების სიამოვნება, აზრების გაცვლა და დისკუსიები, საზეიმო განწყობა, დროის ტარება და სიცოცხლით ტკბობა...
 

 

გაგიმარჯოთ!
 
ძველი თბილისის ღვინოებს განსაკუთრებით სასიამოვნო არომატი და გემო აქვთ და ისინი შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს მიირთვათ. ეს ღვინო მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებთან ერთად უნდა დალიოთ სასიამოვნო და მეგობრულ ატმოსფეროში, იქნება ეს ღია თუ დახურლ სივრცეში.  
 
ამ პოზიციონირების ერთი სიტყვით გამოხატვა შეიძლება და ეს სიტყვაა ”გაგიმარჯოთ!”.  
 
ღვინის იმიჯს ეტიკეტზე ასახული გამოსახულება ამყარებს: ძველი თბილისის აივნები.  
 
ისევე როგორც ქვეყნის ეროვნული დროშა, ეს სახე და ფერები ბრენდი ძველი თბილისის დევიზია.