ღვინის სამშობლო

 
კავკასიის მთებში  ვაზის კულტივირება 8,000 წლის წინ დაიწყო, რასაც ღვინის დაწურვის შემდეგ დარჩენილი  და არქეოლოგების მიერ ნაპოვნი ვაზის წიბწები ადასტურებენ. შემდეგ მევენახეობამ ტაურუსის მთებში და საქართველოს ზეგნებზე მოიკიდა ფეხი. ქართული მევენახეობის კვალი არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 ათასწლეულში იყო აღმოჩენილი, როდესაც ადგილობრივმა ტომებმა აღმოაჩინეს, რომ გარეული ვაზის წვენი ღვინოდ გადაიქცევა, თუ მას თიხის ქვევრებში შეინახავ ზამთრის განმავლობაში.  
 
ნაყოფიერი მიწის, კავკასიის მთებიდან ჩამონადენი ბუნებრივი ანკარა წყაროების, მზიანი ზაფხულის და ზომიერად ცივი ზამთრის, ასევე ღვინის დაყენების ახალი ტექნოლოგიების წყალობით ქართული ღვინო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოყავდათ და მან მრავალი ათასი კილომეტრის მოშორებითაც გაითქვა თავი.  
 
სწორედ ზემოთხსენებული ფაქტორები განაპირობებენ ქართული ღვინის იდენტობას. ღვინის კულტი ყველა ქართველს სისხლ-ხორცში აქვს გამჯდარი, იგი ქართული რელიგიის, სულიერი ცხოვრებისა და ყოველდღიური ბედნიერების განუყოფელი ნაწილია.  
 
ძველმა თბილისმა თაობიდან თაობაზე გადაცემული ეს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა, გამოცდილება და კულტურის გამოხატულება თავის  თავში გააერთიანა. ძველი თბილისის ღვინოები საქართველოს იდენტობას და მისი ლამაზი დედაქალაქის ხასიათს ასახავს.