ვენახები

 
საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია - GWS-ის საკუთრებაში 500 ჰექტარი ვენახია. ყველა მათგანი საქართველოს ულამაზესს კუთხეში - კახეთში მდებარეობს. კახეთის რეგიონი განსაკუთრებით ცნობილია მევენახეობითა და მეღვინეობით. აქ ზაფხულში საკმარისად მაღალი ტემპერატურაა ნებისმიერი სახეობის ყურძნის დასამწიფებლად; დილის ნისლი და წყალუხვი მდინარეები, რომლებიც სათავეს კავკასიის მაღალი მთებიდან იღებენ, ეხმარება ყურძენს მკაფიო არომატებით შევსებაში.
 
კახეთის მევენახეობის ისტორია სათავეს იღებს ძვ. წ. VI ათასწლეულში. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ყურძნის ნარჩენები აღნიშნული პერიოდით თარიღდება და ის უძველესია მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო ვაზის სამშობლოა. მსოფლიოში გავრცელებული ყურძნის 2000 სახეობიდან 500 ქართულია. საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია - GWS-ის ვენახებში 10 სახეობის ყურძენია გაშენებული.