სიახლეები

ჩვენი ღვინოები La Cité du Vin-ში!

20.09.2017

ჩვენი ღვინოები La Cité du Vin-ში! ბახუსის დღესასწაულიდან 1 კვირის შემდეგ, სანამ ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების, დაუვიწყარი ემოციების და ფოტოების გაზიარებით ვართ დაკავებული, მთელი ჩვენი გუნდი კი რთველშია ჩართული, GWS-ის ღვინოები და ანტიკური ხანის დიონისეს არტეფაქტები ბორდოში, ღვინის ცივილიზაციათა და კულტურის ცენტრში - La Cité du Vin არიან წარმოდგენილი, სადაც საქართველო, როგორც მეღვინეობის აკვანი, პირველია მასპინძელი ქვეყანის როლში.
გუშინ გამოფენას საქართველოს პრემიერ მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი და ბორდოს მერი, საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი - ალან ჟუპე ეწვივნენ. ოფიციალურმა პირებმა საზეიმოდ გახსნეს მუზეუმის მთავარ მოედანზე განთავსებული ქვევრის მუდმივი ექსპოზიცია, შემდეგ კი სპეციალურ მიღებაზე, საქართველოს და საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლეს.